ხონის N2 საჯარო სკოლის ორმა გუნდმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
22-04-2021
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის ორმა გუნდმა ხონის ახალგაზრდული იდეის მიერ განხორციელებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა.
მოსწავლეებმა ევროპის ფონდისგან 800-800 ლარის ოდენობით დაფინანსება მიიღეს.
„ორი გრანტი, ორი გამარჯვება: „მათემატიკა და ჩვენ“ - გუნდის წევრები: დეა კუჭავა,ნინი ჩხენკელი, მამუკა უგრეხელიძე, ლუკა ჯიმშელეიშვილი და მარიამ მოგელაძე.
„წარსულის კვალდაკვალ“ - გუნდის წევრები: ნინი ჩარგეიშვილი,ანა დუმბაძე,თათია ფანცულაია,ანა მელაძე,“ - ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს