ხოჯორნის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები ინგლისურ ენას სახალისო აქტივობებით სწავლობენ
22-04-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის საჯარო სკოლის მე-8 კლასში ინგლისურის გაკვეთილი განსხვავებულად ჩატარდა.

საგნის მასწავლებელი შუშანიკ აირაპეტიანია.

„გაკვეთილის თემა იყო საკვები (food), მიზანი კი - მისი პრაქტიკაში გამოყენება. მოსწავლეებმა გაამზადეს მათთვის სასურველი კერძები და რეცეპტები ინგლისურად წარადგინეს. აქტივობამ მოსწავლეები გაახალისა და მოტივაცია აუმაღლა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203