ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლაში „ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა.მოსწავლეებმა მოსახლეობას მოუწოდეს, რომ „ჭიაკოკონობის“ აღსანიშნავად არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები, რადგან შედეგად გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობას ზიანი ადგება.
აქტივობა დედამიწის დღესთან დაკავშირებით გაიმართა.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
იხილეთ ფოტოები