„დედამიწა ჩემი სახლია“​ - კოჭბანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს პროექტი მიეძღვნა
22-04-2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლის მე-3 კლასში დედამიწის დღეს პროექტი - „დედამიწა ჩემი სახლია“ მიუძღვნეს. 

აღსანიშნავია, რომ მე-3 კლასში მხოლოდ ერთი მოსწავლე სწავლობს, ამიტომ მასთან ერთად მონაწილეობის და დახმარების სურვილი უფროსკლასელებმაც გამოთქვეს, რისთვისაც მათ კლასის დამრიგებელი ინგა მამუკაშვილი მადლობას უხდის.

პროექტის ლოზუნგი იყო - „დაე, მუდამ ისუნთქოს ჩვენმა დედამიწამ“.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს ქვეყნებში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203