„გაცილებით ეფექტური იქნებოდა თუ ჩანაწერი გაკეთდებოდა შემდეგი ფორმულირებით...“ - თბილისის N103 სკოლის დირექტორი არჩილ ჩხაიძე ახალ რეგულაციაზე
22-04-2021
თანამედროვე მიდგომები და არსებული რეალობა სკოლებს სხვადასხვა მოთხოვნებს უყენებს. შესაბამისად, თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ფეხი აუწყოს მათ. თბილისის N103 საჯარო სკოლის დირექტორი, აარჩილ ჩხაიძე, საკუთარ მოსააზრებას გვიზიარებს ახალ რეგულაცასითან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში, ზედიზედ, არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას?
„ბრძანებაში შესულ ცვლილებას, რომლის მიზანია, შემცირდეს განათლებისმიღმა დარჩენილ მოსწავლეთა რაოდენობა, შედეგი გაცილებით ეფექტური ექნებოდა თუ ჩანაწერი გაკეთდებოდა შემდეგი ფორმულირებით: სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის ზედიზედ 45 ან სასწავლო წლის მანძილზე 90 სასწავლო დღის განმავლობაში, არ ცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას“, - განმარტავს თბილისის N103 საჯარო სკოლის დირექტორი, არჩილ ჩხაიძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს