თბილისის N106 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედაენის დღე აღნიშნეს
22-04-2021

ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს. პირველკლასელებმა ამ დღეს ნამუშევრები მიუძღვნეს და ლექსები წაიკითხეს.

„თბილისის N106 საჯარო სკოლის პირველ კლასში ერთი კვირის წინ საქმიანი ფუსფუსი დაიწყეს, დედაენის დღე უნდა აღგვენიშნა. 

დღევანდელ დღეს რომ დიადი ამბები ტრიალებდა საქართველოში და კიდევ ერთხელ, ამ დიადი ამბების ცენტრში ახალგაზრდები იდგნენ, მებრძოლები და საღად მოაზროვნენი, ეს მეამაყება! 

აპრილი დატვირთულია ქართველებისთვის. თავისუფლების, სიამაყის, ერთიანობის, გამარჯვების, მიზნის მიღწევის და მომავალზე ზრუნვის ამბების მატარებელია აპრილის თვე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 

როგორ შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ დღისადმი?

ვწეროთ და ვიმეტყველოთ მშობლიურ ენაზე!  ქართული ჩვენი ენაა! 

ჩვენ ახლა პირველ კლასში ვართ. ყოველ წელს სხვადასხვა აქტივობით აღვნიშნავ მოსწავლეებთან ერთად ამ დღეს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.


იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203