„სიკეთე გადამდებია“-დარკვეთის საჯარო სკოლამ საქველმოქმედო პროექტი განახორციელა
22-04-2021
21 აპრილს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, საინტერესო პროექტი განხორციელდა.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა და მე-7 კლასის მოსწავლეებმა დაგეგმეს პროექტი - „სიკეთე გადამდებია“.
პროექტში მთელი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ჩაერთნენ. მათ მზაობა გამოთქვეს, თავიანთ ოჯახებთან ერთად, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სამ მარტოხელა მოხუცს დახმარებოდნენ.
„დარკვეთის საჯარო სკოლა მადლობას უხდის თითოეული მოსწავლის ოჯახს უანგარო დახმარებისთვის. სიკეთე გადამდებია“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს