ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან საინტერესო ნაკეთობები დაამზადეს
22-04-2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან საინტერესო ნაკეთობები დაამზადეს. მათი მიზანი გარემოზე ზრუნვა და ამ კუთხით საზოგადოების ცნობადობის ამაღლებაა.

„ზერტის საჯარო სკოლის მე-7 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა Keep Georgia Tidy - დავიცვათ საქართველოს სისუფთავე - KGT ეკოსკოლის  მსოფლიო პროგრამის მიერ დაგეგმილ გარემოსდაცვითი კონკურსის- შექმენი ეკოგმირის ფარგლებში, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან შექმნეს საინტერესო ნაკეთობები: ეკოსაქართველო, ეკოეზო, ეკოშადრევანი, ეკონატვრისხე, ეკოპინგვინი და ა.შ.    
                                     
მათი მიზანია გარემოზე ზრუნვა და ამ კუთხით საზოგადოების ცნობადობის ამაღლება. „დავუბრუნოთ ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე“, „დავიცვათ საქართვლოს სისუფთავე“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203