„უზომოდ გვიყვარს დედა ენა“ - მაღლაკის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ღონისძიება გამართეს
22-04-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღლაკის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწვლეებმა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მოაწყეს ღონისძიება სახელწოდებით - „უზომოდ გვიყვარს დედა ენა“.

ბავშვებმა წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები დედა ენაზე, შეამკეს თითოეული ასო-ბგერა ლამაზი გამონათქვამებით, ასევე წაიკითხეს დაფაზე გაკრული თავიანთი სურვილები და ბოლოს შეასრულეს სიმღერა დედა ენაზე (მუსიკის მასწავლებელი ციალა გიორგაძე).

კლასის დამრიგებელი ლამარა კვერნაძეა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203