ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანმა მასწავლებელმა, თამარ სამსონიძემ მეორე სავალდებულო გაკვეთილი ჩაატარა
21-04-2021

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელმა და ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანმა მასწავლებელმა თამარ სამსონიძემ პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით წლის განმავლობაში სტატუსით გათვალისწინებული მეორე სავალდებულო გაკვეთილი ჩაატრა.

გაკვეთილი მე-7 კლასში ჩატარდა და მას სკოლის დირექტორი ნუნუ ლობჯანიძე აკვირდებოდა.

გაკვეთილის თემა - Indefinite Pronouns/განუსაზღვრელი ნაცვალსახელები.

მიზანი: განუსაზღვრელი ნაცვალსახელების გამოყენება ადამიანებთან, ნივთებთან და ადგილებთან.

აღნიშნული ნაცვალსახელების წარმოება დაბოლოებების მიხედვით -body, -thing და -where.

მათი სწორად ჩასმა წინადადებებში: მტკიცებით, კითხვითსა და უარყოფითში.

To Human/ადამიანებთან:

Somebody/ვინმე,ვიღაც

Anybody/სადმე,სადღაც

Nobody/არავინ

Everybody/ყველა

To Things/ნივთებთან:

Something/რაიმე,რაღაც

Anything/რაიმე,რაღაც

Nothing/არაფერი

Everything/ყველაფერი

To Places/ადგილებთან:

Somewhere/სადმე,სადღაც

Anywhere/სადმე,სადღაც

Nowhere/არსად

Everywhere/სადმე,სადღაც.

შედეგი:

მოსწავლეები ისწავლიან განუსაზღვრელ ნაცვალსახელებს და მათ დაბოლოებებს,- body-ით უმეტესად მიემართება ადამიანებს,

-thing-ით ნივთებს,-where ადგილებს.

განუსაზღვრელი ნაცვალსახელების სწორად გამოყენებას მტკიცებით,

კითხვითსა და უარყოფით წინადადებებში“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203