ახმეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმში პოეტის დაბადებიდან 197 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
22-04-2021

ახმეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, სოფელ ქისტაურში, რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმში, ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის - რაფიელ ერისთავის დაბადებიდან 197 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მუზეუმის თანამშრომლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი ღვაწლი ქართველი საზოგადოების წინაშე.

ქართველი პოეტი, დრამატურგი, ლექსიკოლოგი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი და ეთნოგრაფი რაფიელ ერისთავი 1824 წლის 21 აპრილს დაიბადა.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203