„სოციალური მუშაკების მუშაობა უზრუნველყოფს კავშირს სკოლას, ოჯახსა და საზოგადოებას შორის“ - სტელა გიგოლაევა, არეშფერანის საჯარო სკოლის დირექტორი
21-04-2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის არეშფერანის საჯარო სკოლის დირექტორი სტელა გიგოლაევა მოხარულია სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირებით. დირექტორი სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობასაც მხარს უჭერს და ამ საკითხებზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს.

„სოციალური მუშაკების სკოლაში მუშაობა უზრუნველყოფს კავშირს სკოლას, ოჯახსა და საზოგადოებას შორის.  სკოლაში სოციალური სამუშაო ფოკუსირებულია, რომ კოორდინირება გაუწიოს სკოლის, ოჯახის და საზოგადოების ძალისხმევას დაეხმაროს მოსწავლეებს აკადემიურ სფეროში წარმატების მიღწევასა და სოციალური, ემოციური, ქცევითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში.

სკოლაში მომუშავე სოციალური მუშაკი უზრუნველყოფს, რომ თითოეულ მოსწავლეს განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს, ხელს უწყობს მოსწავლეების პატივისცემისა და ღირსების განცდის გაზრდას.  მოსწავლე, რომელიც სულ უკან ზის და ხმას არ იღებს, შესაძლოა, ყველაზე მეტად უჭირდეს იმიტომ, რომ თავის პრობლემებზე ფიქრობს და აქტიური შეიძლება სწორედ ამიტომ არ არის. ამის იდენტიფიცირება კლასის დონეზე მასწავლებლებმა უნდა შეძლოს. შესაბამისად. სოც. მუშაკის როლიც ამ შემთხვევაში გაიზრდება. 

ასევე მოხარული ვარ სკოლაში სამედიცინო კაბინეტების არსებობით.  ნებისმიერი მოსწავლე თუ ადამიანი არაფრით არაა დაზღვეული. შესაბამისად, სამედიცინო კაბინეტის არსებობა აუცილებელია“, - აღნიშნავს დირექტორი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203