კერძო სკოლა „სხივის“ მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს
21-04-2021
მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივის“ მეოთხეკლასელებმა პედაგოგ ნანა ჭიჭაღუას  ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ გაიხსენეს ცხრა აპრილის სისხლიანი ღამე.

მოსწავლებმა მოიპოვეს საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარ ამ უდიდეს ტრაგედიასთან დაკავშირებული როგორც ფაქტობრივი ინფორმაციები, ასევე, ფოტოები და ვიდეოსლაიდით საინტერესო პრეზენტაციაც გამართეს.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში განვითარდა სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203