„დღეისათვის ყველა სკოლაში და სასწავლო დაწესებულებაში უნდა იყოს მოწყობილი სამედიცინო კაბინეტი“ - მარინა ცინცაძე, ქვენობნის საჯარო სკოლის დირექტორი
21-04-2021

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ცინცაძე აღნიშნავს, რომ სკოლის ადმინისტრაცია სამედიცინო კაბინეტების მოწყობისთვის და სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის მზად არის.

„ვფიქრობთ, რომ დღეისათვის ზოგადად ყველა სკოლაში და სასწავლო დაწესებულებებში უნდა იყოს მოწყობილი სამედიცინო კაბინეტი. ჩვენი სკოლა სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისათვის ყოველთვის მზად არის“, - აღნიშნავს დირექტორი.

სკოლებში სამედიცინო კაბინეტების საჭიროება ყოველთვის იყო, თუმცა, კორონავირუსისგან გამოწვეული რეგულაციების გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირება აუცილებელი გახდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203