ბუგეულის საჯარო სკოლაში დედაენის დღის აღსანიშნავად მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა
21-04-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლაში 14 აპრილი - ქართული ენის დღე აღინიშნა. ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა.

გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, რომელიც ორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა:  I-IV და V-XII კლასებში.

კონკურსში გამარჯვება მოიპოვა მე-2 კლასის მოსწავლემ, ნანა ვაწაძემ და მე-8 კლასის მოსწავლემ, რუსუდან ჭელიძემ. 

პროექტის ფარგლებში მე-8 კლასის მოსწავლეებმა მხატვრულ კალიგრაფიაში თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს. გამარჯვებულად დასახელდა ანა–მარია პატარიძე. 

მე-10 კლასის მოსწავლეებმა დედა ენის დღეს კედლის გაზეთი მიუძღვნეს. გარდა ამისა, კედლის გაზეთით დამოუკიდებლობის დღე – 9 აპრილიც აღინიშნა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203