„დაიცავი შენი წილი დედამიწა“ - ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში პროექტი ხორციელდება
21-04-2021

„დაიცავი შენი წილი დედამიწა“ - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, პროექტი ხორციელდება. დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებსა და მშობლებს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის.

„პროექტი აქტიურ ფაზაში შევიდა. თითქმის ყოველ დღე სასკოლო საზოგადოების, თემის ჩართულობით ხორციელდება დაგეგმილი აქტივობები. ამჯერად, მოსწავლეთა და მშობელთა ძალისხმევით შეგროვებული ნერგების დარგვა და სკოლის ეზოს გამწვანება-გალამაზება მიმდინარეობს.

მადლობა სკოლის თითოეულ მოსწავლესა და მათ მშობლებს, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ამ საშვილიშვილო საქმეში“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203