თბილისის N24 საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
21-04-2021
თბილისის N24 საჯარო სკოლის მე-2გ კლასმა დამრიგებლის დედაენის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნა.

მოსწავლეები გაეცნენ დედაენის დღის მნიშვნელობას. სკოლის აღსაზრდელების მხრიდან გამოიხატა თემის მიმართ ინტერესი და უკუკავშირი - წარიმართა  მსჯელობა და აზრთა გაცვლა. 

საინტერესოდ ჩაიარა ფილმის ჩვენებამ დედაენის შემოქმედზე, იაკობ გოგობაშვილზე.
გარდა ამისა, ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, სადაც მოსწავლეებმა მონდომებითა და სიყვარულით ასახეს ულამაზესი ქართული ასოები.

კვირეულის ფარგლებში პირველკლასელებმა ლამაზი სიურპრიზი მოუწყვეს სკოლას:

„მათი აციმციმებული თვალების შემონათებამ და ერთობლივმა მოლოცვამ კიდევ ერთხელ გვაგრძნობინა, თუ რა ლამაზია ქართული გენი, როგორი უკვდავია ქართული ენა და რა ბედნიერები ვართ, რომ ვართ  ამ საგანძურის მფლობელები. გმადლობთ, ეკა მასწავლებელო!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203