„საქართველო, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი“ - გუმათის საჯარო სკოლაში 9 აპრილის თემაზე ღონისძიება გაიმართა
21-04-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება „საქართველო, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი“ გაიმართა.

ღონისძიების დროს ისტორიის მასწავლებელმა, იამზე ერაძემ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიასა და მის შემდგომ განვითარებული მოვლენებზე ისაუბრა.
 
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში განვითარდა სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203