„ჩვენი საგანძური“ - იელის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით პროექტი განხორციელდა
21-04-2021
მესტიის მუნიციპალიტეს სოფელ იელის საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით განხორციელდა პროექტი - „ჩვენი საგანძური“. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ქართული დამწერლობის ისტორიის გაეცნენ და ქართული წარწერების უძველესი ნიმუშების შესახებ მოიძიეს ინფორმაცია.
სკოლის აღსაზრდელებმა შეისწავლეს ძველ ქართულად კითხვა და წერა, რის შემდგომაც შეძლეს თავად ამოეკითხათ ინფორმაცია ისტორიული ძეგლებიდან. მათ ხელნაწერები ასომთავრული და ნუსხა-ხუცური ანბანით შეასრულეს. მოსწავლეებმა სანიშნეები და კედლის გაზეთიც შექმნეს.
მე-7-მე-9 კლასის მოსწავლეებმა საპრეზენტაციოდ მოამზადეს თემები - „14 აპრილის ისტორია“ და „ნაციონალური იდენტობა“.
იელის საჯარო სკოლაში ლექსების წაკითხვის შეჯიბრიც გაიმართა, რომელიც საკმაოდ სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს