თბილისის N94 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, მშობელთა ჩართულობით, ხელნაწერი „დედა ენა“ შექმნეს
21-04-2021

ჯამბულ წურწუმიას სახელობის თბილისის N94  საჯარო სკოლის 14 კლასის (დამრიგებელი - თამილა მაღრაძე) მოსწავლეებმა 14 აპრილს დედაენის დღე აღნიშნეს.

„რა ხდება, როდესაც დიდი წიგნის რაღაც ნაწილს შენი ხელით გადაწერ? დიდი ამბავია იაკობ გოგებაშვილის საქმესთან, ხედვასთან და განცდასთან ზიარება. ამ საქმით გამოწვეული საპასუხისმგებლო შეგრძნება ბავშვებს მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ.

ამ იდეით იმუშავეს პროექტზე „ხელნაწერი დედაენა“ და პირველკლასელებმა მშობელთა ჩართულობით შექმნეს ხელნაწერი „დედაენა“.


იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203