მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული „შვლის ნუკრის ნაამბობის“ მხატვრული კითხვით დასრულდა
21-04-2021

წყალტუბოს მუნიპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული  ვაჟა - ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობის“ მხატვრული კითხვით დასრულდა.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლენა უგულავაა.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა ნაწარმოების მიხედვით შექმნეს ნახატები და მოაწყეს გამოფენა (ხელოვნების მასწავლებელი ირმა ქუთათელაძე). ასევე წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის, გიორგი ლეონიძის, ლუიჯი მარგარიტის, ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, მიხეილ ჯავახიშვილისა და კონსტანტინე გამსახურდიას გამონათქვამები ქართული ენის შესახებ.

ღინისძიების დასასრულს ლუკა ნემსაძემ წაიკითხა იზოლდა ბერიანიძის ლექსი „ენავ ქართულო“.

მე-5 კლასის მოსწავლეებს ქართული ენის კათედრის ხელმძღვანელმა ინგა დარსაველიძემ სერტიფიკატები გადასცა.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203