რცხმელურის საჯარო სკოლაში დედაენის დღე ღონისძიებით აღინიშნა
21-04-2021
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში დედაენის დღე ღონისძიებით აღინიშნა.
მოსწავლეებმა დედაენასთან დაკავშირებით წაიკითხეს თემატური ლექსები და შეასრულეს სიმღერები.
მე-10 კლასის მოსწავლემ, ანი ტვილდიანმა ენის სიწმინდესა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა, რომელსაც მოვლა, დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.