ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა თემის შესაბამისად, საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს და ნამუშევრები შექმნეს. მათ აღნიშნეს, რომ დედამიწის დაცვა ჩვენი, ადამიანების მოვალეობაა და უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას.
22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები ტარდება.