ვაქირის საჯარო სკოლაში ჯორჯ ბაირონის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით ღია გაკვეთილი ჩატარდა
21-04-2021
ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლის, ნონა ქემაშვილის ხელმძღვანელობით ჯორჯ ბაირონის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით ღია გაკვეთილი ჩაატარეს.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო მასალები და ცნობები ბაირონის როგორც ბიოგრაფიის, ასევე, შემოქმედების შესახებ.
ამასთან ერთად, მათ მოისმინეს ინგლისელი პოეტის ლექსების ქართული თარგმანებიც.