„ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა“ - ტობანიერის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს
21-04-2021
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში დადენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დედაენის დღესთან დაკავშირებით ტობანიერის საჯარო სკოლაში პროექტის „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა“ პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის ხელმძღვანელმა ელგა რამიშვილმა დამსწრეებს მიულოცა ეს დღე და ისაუბრა ენის მნიშვნელობაზე. ბავშვებმა პრეზენტაცია მათ მიერ დამზადებული სლაიდების თანხლებით წარმოადგინეს. ამასთან, ისაუბრეს ქართული ენის წარმოშობასა და მრავალფეროვნებაზე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203