დილისკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატში ოქროს მედალი მოიპოვა
21-04-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, რომან გოგორიანმა ევროპის საერთაშორისო ჭიდაობის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ოქროს მედლით დაბრუნდა.
მოსწავლემ მეტოქეები დამაჯერებლად დაამარცხა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.
„რომან გოგორიანი არის შრომისმოყვარე, ენერგიით სავსე, სპორტზე შეყვარებული ბიჭი. დილისკის N2 საჯარო სკოლის თანამშრომლები ულოცავენ მის გამარჯვებას და ამაყობენ რომან გოგორიანის გამარჯვებით,“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს