წიგნის ჩუქების მასშტაბური კამპანია ახაშნის საჯარო სკოლაში
21-04-2021

გურჯაანის  მუნიციპალიტეტის, ახაშნის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს ძალიან უყვართ სწავლა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის ინიციატივით, აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდა და ამ მნიშვნელოვან და სასიკეთო ინიციატივას გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრი გამოეხმაურა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ახაშნის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნონა კობიაშვილმა რესურსცენტრის უფროსს, დალი მინდიაშვილს მისთვის სასურველი წიგნი უსახსოვრა. რაც გახდა - „აჩუქე წიგნის“ კამპანიის დაწყების საფუძველი.

„მიგვაჩნია,რომ წიგნი მხოლოდ ტექსტი როდია, ის ნივთია, რომელიც გამორჩეულ ემოციას აღძრავს არა მარტო ბავშვებში, არამედ მოზრდილებშიც. შემოუერთდი კამპანიას“, - აღნიშნულია ახაშნის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203