ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლელების რეპორტაჟები ჯავახიშვილის მოტივებზე 
21-04-2021

ანდრია რაზმაძის სახელობის, ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

მე-8 „ბ“ კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი თინათინ აბაშიძე გახლავთ, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, პედაგოგ ბელა დურგლიშვილთან ერთად, წარმოადგინეს კომპლექსური დავალება-რეპორტაჟი მიხეილ ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვის“ მიხედვით.

რეპორტაჟ,ი ტექსტის შესწავლისა და დამუშავების შემდეგ წინასწარ მოცემული მითითებების მიხედვით მომზადდა. მოსწავლეთა ჯგუფების წარმომადგენლებმა რეპორტაჟი პრეზენტაციებით, რომელიც ელექტრონულად (pp-ით) იყო შესრულებული, წარმოაჩინეს თავიანთი დამოკიდებულება, როგორც ნაწარმოების, ასევე თანამედროვე რეალობაში წამოჭრილი მწვავე პრობლემატიკისადმი. მათ სცადეს, ეჩვენებინათ ბრბოსა და ადამიანის ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტი და იურისტის პოზიციიდანაც წარმოადგინეს პასუხები დასმულ შეკითხვებზე.

რეპორტაჟებმა დიდი ინტერესი და მსმენელთა პოზიტიური უკუკავშირი გამოიწვია.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203