„პეპლის ეფექტი“ - ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებმა ისტორიულ და ლიტერატურულ მოვლენებზე პრეზენტაციები გამართეს
21-04-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის IX კლასის მოსწავლეებმა ისტორიისა და ქართული ლიტერატურის ინტეგრირებული პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ისტორიულ და ლიტერატურულ მოვლენებზე პრეზენტაციები წარადგინეს.

პროექტის თემა იყო - „საქართველოს ისტორიის ასახვა ქართულ ლიტერატურაში და ალტერნატიული ისტორია, ანუ „პეპლის ეფექტი“.

მოსწავლეებმა ანალიზის საფუძველზე მიმოიხილეს ამ მოვლენათა კონტექსტი და განვითარების შესაძლო, ალტერნატიული გზები.

მოსწავლეებს მასწავლებლები - ნანა ბაბუხადია და ნინო ხუჯაძე ხელმძღვანელობდნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203