გაიცანით თეა ფანცხავა - ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ პედაგოგი უამრავი მიღწევით
21-04-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა.

ამჯერად, ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის ინგლისურის მასწავლებელს - თეა ფანცხავას წარმოგიდგენთ, რომელიც გახლავთ მაგისტრი, უფროსი მასწავლებელი, „ქემბრიჯის“ არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი, არის ძალიან აქტიური და ეს მისი მოსწავლეების წარმატებაზეც ხშირად აისახება.
ბაშვებისთვის უსაყვარლესი თეა მასწავლებელი გახლავთ საერთაშორისო ტრენერი საჯარო გამოსვლის მიმართულებით და შესაბამისად, ხშირად ატარებს Speech-Tournaments;

„აღსანიშნავია, რომ თეა ფანცხავა ბევრი პროფესიული მიღწევის მიუხედავად, ძალიან თავმდაბალია!  პროგრესული თაობების აღზრდა ვუსურვოთ თეა მასწავლებელს! სიკეთე და ბედნიერება იყოს მისი ცხოვრების თანმდევი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203