„ამ განძს თუ არ მოუარე, ისე ვერ იქართველებ“-ძველი სენაკის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებმა დედაენის დღე აღნიშნეს
21-04-2021

არნოლდ ჩიქობავას სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი სენაკის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს. 

მე-6 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ხათუნა ხორავას ხელმძღვანელობით, კედლის გაზეთი დაამზადეს, დედაენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა აღნიშნეს. 

„მე-6 კლასის მოსწავლეები გილოცავთ დედაენის დღეს! ქართული ენა ქართველი ერის ეროვნული თვითმყოფადობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ლადო ასათიანი ქართულ ენას ღმერთების ენას უწოდებდა. „ამ განძს თუ არ მოუარე, ისე ვერ იქართველებ“, ჩემი კლასის დევიზიც სწორედ ეს არის. გავუფრთხილდეთ და დავიცვათ იგი“,- აღნიშნავს კლასის დამრიგებელი ხათუნა ხორავა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203