
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ლეღვანის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
ლეღვანის საჯარო სკოლასთან არსებული დიდვაკის სკოლაში, დაწყებითი კლასების პედაგოგმა - თა შარიქაძემ პირველკლასელთათვის ღია გაკვეთილი ჩაატარა. ბავშვებისთვის ეს დღე შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რადგან მრავალფეროვანი აქტივობებიც განახორციელეს, „ხალისით ისწავლეს“ და უსაყვარელს თეა მასწავლებელთა ერთად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს განათლებული მომავლისკენ.