„იპოვე სიკეთის გვირგვინი“ - დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში კონკურსი ჩატარდა
21-04-2021
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-3ა კლასში მასწავლებლის, თამარ ოდიშვილის ხელმძღვანელობით, კონკურსი „იპოვე სიკეთის გვირგვინი“ ჩატარდა.
კონკურსის ფარგლებში განხორციელდა არაერთი აქტივობა, რომელიც ეფუძნებოდა სხვადასხვა საგნის ცოდნას.
აქტივობამ ხალისიანად და საინტერესოდ ჩაიარა. კონკურსის განმავლობაში მოსწავლეები სკოლის შენობაში ეძებდნენ „დაკარგულ გვირგვინს“, რისთვისაც მათ უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუწიათ.
საბოლოოდ, მოსწავლეებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს და გვირგვინი იპოვეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კლასში გამოავლინეს „სიკეთის დედოფალი“, რომელიც მის მიერ ჩადენილი კეთილი საქმეების რაოდენობის მიხედვით შეირჩა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს