„სიხარულის დღე“ -ძლევიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარადმწვანე ნერგები დარგეს
21-04-2021

ბესიკ კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვრის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელეს. 

მოსწავლეებმა შერჩეულ ტერიტორიაზე მარადმწვანე ნერგები დარგეს.  

სკოლის დირექტორი ია გეგელაშვილი პროექტის მონაწილეებს მადლობას უხდის.

„სიხარულის დღე. მადლობა პროექტის ხელმძღვანელს, ქალბატონ მერი გაგუას და მეცხრე კლასის მოსწავლეებს ამ პროექტისთვის უღრმესი მადლობა ბატონ სლავა შერაზადიშვილს თანადგომისთვის და ღირსეული საქმისთვის.

ბატონო სლავა, თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, ჩვენ ერთად ქვეყნისთვის ერთი კარგი საქმე გავაკეთეთ.

მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ვინც მონაწილეობა მიიღო ამ კეთილ საქმეში“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ია გეგელაშვილი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203