
თბილისის N172 საჯარო სკოლის IIბ კლასში დედაენის დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, შექმნეს კომიქსები ნასწავლი ნაწარმოებების მიხედვით, ასევე, გამოიყენეს დიდი ილუსტრაციები და შეუსაბამეს მოთხრობებს.
მეორეკლასელები ვირტუალურად ესტუმრნენ დედაენის ძეგლს, უყურეს ვიდეოკოლაჟს ქართული დამწერლობის ისტორიის შესახებ.
14 აპრილი საინტერესო და სახალისო აქტივობებით დატვირთული იყო.
„დავიცავთ, გავუფრთხილდებით და გვეყვარება ჩვენი მშობლიური ენა“, - განაცხადეს პატარებმა.
იხილეთ ვიდეო ბმულზე