„აბა, გამოიცანი“ - ყარაჯალის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებს შორის შიდასასკოლო კონკურსი ჩატარდა
21-04-2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებს შორის შიდასასკოლო კონკურსი „აბა, გამოიცანი“ ჩატარდა, რომლის მიზანიც ნახატების მიხედვით შესწავლილი ნაწარმოებების ამოცნობა იყო.

პირველი ადგილი VII კლასის მოსწავლე მარიკა ასანოვამ მოიპოვა, მან 15 ნახატიდან 13-ის ამოცნობა შეძლო.

ნახატები შესრულებული იყო VII კლასის მოსწავლის, რაკინა კოხტაევას მიერ.

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203