ბათუმის N8 საჯარო სკოლის პირველკლასელები, დედაენის კვირეულის ფარგლებში, ბიბლიოთეკას ეწვივნენ
21-04-2021

ბათუმის N8 საჯარო სკოლის l კლასის მოსწავლეები, დედაენის კვირეულის ფარგლებში, სკოლის ბიბლიოთეკას ეწვივნენ. პატარების დამრიგებელი მაკა ჩიკაშუაა.

ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბიბლიოთეკა და მხატვრული ლიტერატურა. გაეცნენ ბიბლიოთეკის წესებს. 

„სკოლის ბიბლიოთეკარმა, მარიამ ჭანტურიამ დიდი სიყვარულით უმასპინძლა პატარებს. მან ბევრი საინტერესო რამ უამბო. პატარებიც დიდი ინტერესით უსმენდნენ და გაოცებას ვერ მალავდნენ. მათთვის ქალბატონი მარიამის მონათხრობი ძალიან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. სურვილი გაუჩნდათ ყველა დღე ესტუმრონ ბიბლიოთეკას“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203