„აჩუქე წიგნი“ - ხონის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა საინტერესო პროექტი განახორციელა
21-04-2021

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა - „ოზონი“ პროექტი - „აჩუქე წიგნი“ განახორციელა. 

პროექტის ფარგლებში კლუბის წევრები შეხვდნენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებს, გააცნეს პროექტის მიზანი, რომელიც ბავშვებისათვის კლასგარეშე ლიტერატურის საჩუქრად გადაცემას ემსახურება.

სკოლის დირექცია მასწავლებლებსა და მოსწავლეებს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდის.

„კეთილი ნების გამოჩენის შემთხვევაში, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა გამხდარიყო პროექტის ნაწილი: „ხომ არსებობს წიგნები, რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩვენზე და გვსურს ეს ემოცია სხვასაც გავუზიაროთ, ასევე არსებობს წიგნები, რომლებიც ცუდ გუნებაზე მყოფს, ხასიათს გამოგიკეთებს“, ჩვენი მიზანიც ეს იყო: „გავუზიაროთ წიგნი და ემოცია“.

ეკოკლუბის წევრები მოხარულნი არიან, რომ ბავშვებს წილად ხვდათ „პირველად წაკითხვის ბედნიერება“, სულიერი საზრდო ხომ ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ხორციელი.

მადლობას ვუხდით მასწავლებლებსა და მოსწავლეებს პროექტში აქტიურად ჩართულობისთვის.

„ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი“,-გურამ დოჩანაშვილი“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203