წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბმა საერთაშორისო პროექტის სასკოლო ანალოგი ჩაატარა
21-04-2021

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბმა - Albion საერთაშორისო პროექტის - Speaker ანალოგი ღონისძიება გამართა. 

კლუბის ხელმძღვანელი ინგლისური ენის მასწავლებელი ლელა მანდარია გახლავთ. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კლუბის წევრები. ღონისძიების თემა იყო - Strong women - „ძლიერი ქალი“.

„მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს თავიანთი საუბრები ფემინიზმისა და ფემინისტების შესახებ, მსოფლიო ქალ ლიდერებზე, თანამედროვე ქალის შესახებ. ბოლოს გაიმართა დისკუსია ძლიერი და წარმატებული ქალის როლზე საზოგადოებაში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ვიდეოები






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203