„ქოუჩინგი“ - ოთის საჯარო სკოლის პედაგოგებმა სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს
21-04-2021
USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლის ლიდერმა პედაგოგებმა ჩაატარეს სამუშაო შეხვედრა თემაზე - „ქოუჩინგი“.
შეხვედრის დროს მასწავლებლებმა იმსჯელეს ქოუჩინგის, როგორც პიროვნული და პროფესიული განვითარების მეთოდის როლის მნიშვნელობაზე აკადემიურ ცხოვრებაში.
მათ ერთმანეთს გაუზიარეს როგორც საკუთარი გამოცდილება, ასევე, შესაბამისი რჩევები და რეკომენდაციები.