„ეს მხოლოდ საწყისია იმ დიდ წარმატებათაგან რაც წინ ელის“ - ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლე ნათია ნებაძემ მორიგი სერტიფიკატი მოიპოვა
21-04-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლე ნათია ნებაძეს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის იმიტირებული სასამართლო პროცესის კონკურსის მასტერკლასებში მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა.

დირექცია ულოცავს ნათიას მიღწეულ წარმატებას.

„ჩვენი სკოლის აქტიურმა და პოზიტიურმა მოსწავლემ, ნათია ნებაძემ, რომელიც ყოველთვის ხალისით და დიდი ენთუზიაზმით ერთვება სხვადასხვა კონკურსსა თუ აქტივობებში, ამის დამადასტურებელი მორიგი სერტიფიკატები მოიპოვა.

ვულოცავთ ნათიას და დარწმუნებული ვართ, ეს მხოლოდ საწყისია იმ დიდ წარმატებათაგან რაც წინ ელის!“- აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203