მახათაურის საჯარო სკოლაში სააღდგომო დეკორაციების გამოფენა მოეწყო
21-04-2021
ირაკლი ბაზაძის სახელობის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის ხელოვნების და სამოქალაქო განათლების კლუბის თანამშრომლობით,  შიდა სასკოლო სააღდგომო დეკორაციის გამოფენა მოეწყო.  

გამოფენას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, თეა გოგოლიძე და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - ასმათ ბუსხრიკიძე.

მოსწავლეებმა გამოავლინეს შემოქმედებითი შესაძლებლობები და  გამოფინეს თემატური ნახატები, კოლაჟები, ხელნაკეთი სააღდგომო კვერცხები, პლასტელინისა და კერამიკული ნამუშევრები.

ამით მათ სკოლაში  წინასააღდგომო განწყობა შექმნეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203