ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს
21-04-2021

ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს. ღონისძიებაში V-IX კლასის მოსწავლეები მონდომებით ჩაერთვნენ და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი დღე აჩუქეს.

„დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა“.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, 14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. 

14 აპრილს, დედაენის დღის აღსანიშნავი ღონისძიება ჩვენი სკოლის V-IX კლასის მოსწავლეების ჩართულობით განხორციელდა. 

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. 

მადლობას ვუხდით ახალქალაქის N5 საჯარო სკოლას მხარდაჭერისათვის“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203