„გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული მავნე ჩვევები“ - ყაურმის საჯარო სკოლაში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა
21-04-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის მე -7 კლასში მასწავლებლის, არევიკ სირაკანიანის ხელმძღვანელობით, სამოქალაქო განათლებაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული მავნე ჩვევები, მასთან ბრძოლა და მიღწევები“.
     
საგაკვეთილო პროცესი საინტერესოდ და მრავალფეროვნად წარიმართა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი და გამოხატავდნენ ღრმა ინტერესს აღნიშნული თემის მიმართ. მათ კარგად გაიაზრეს ის პრობლემები და გამოწვევები, რომელიც  გარდატეხის ასაკთანაა დაკავშირებული. 

„მოსწავლეებმა განიხილეს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზა და დამსწრე საზოგადოების მოწონებაც დაიმსახურეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203