შაშიანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედაენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
21-04-2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს. 

ამ დღესთან დაკავშირებით სკოლის I კლასის მოსწავლეებმა, დამირგებელ ნაზი ნარეკლიშვილთან და მუსიკის პედაგოგ ნინო ბაციაშვილთან ერთად, ღონისძიება გამართეს. 

მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა აღნიშნეს. მათ ასევე ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეო 1:

იხილეთ ვიდეო 2:

იხილეთ ვიდეო 3:

იხილეთ ვიდეო 4:

იხილეთ ვიდეო 5:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203