კაჭრეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბი ქალაქ ალმათის ერთ-ერთი სკოლის ეკოკლუბს დაუმეგობრდა​
21-04-2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, კაჭრეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბი ​ყაზახეთის ქალაქ ალმათის ერთ-ერთი სკოლის ეკოკლუბს დაუმეგობრდა.

კლუბები, ერთმანეთის უკეთ გაცნობის მიზნით შეხვედრები Zoom-ში მართავენ.

„ნინო ბეროშვილმა და ნანა ღვინაშვილმა მოამზადეს პრეზენტაცია საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ, ასევე ყურადღება გაამახვილეს ზოგადად ქვეყნის კულტურასა და გამორჩეულ მხარეებზე. თანამშრომელი კლუბის წევრებმა დაწვრილებით გააცნეს ინფორმაცია დამსწრეებს თავიანთი ქვეყნის ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე. საქართველოსა და ყაზახეთის შესახებ ინფორმირებულობა მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ორივე კლუბის საქმიანობას და უფრო და უფრო მეტ ახალ იდეას შეასხამს ფრთებს. მოსწავლეები ინგლისურ ენაზე ესაუბრებიან ერთმანეთს, ასე რომ, ენობრივი ბარიერი პრობლემას არ წარმოადგენს. კლუბები ერთად გეგმავენ გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203