ეშტიის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ვიქტორინა მიუძღვნეს
21-04-2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში 14 აპრილს დედა ენის დღე აღნიშნეს. ღონისძიება დაგეგმეს და ჩაატარეს ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლებმა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართულ დამწერლობაზე, წარმოთქვეს ლექსები. ასევე ჩატარდა ვიქტორინა VIII-XI  კლასების მოსწავლეებს შორის.

ვიქტორინის თემა იყო ქართველი მწერლები - ნოდარ დუმბაძე, გოდერძი ჩოხელი და რევაზ ინანიშვილი. კითხვები ეხებოდა მათ ბიოგრაფიასა და ნაწარმოებებს.

დირექციამ ღონისძიების ყველა მონაწილე დაასაჩუქრა კალმებით.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203