თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
21-04-2021
ქალაქ თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, დედაენის დღე აღნიშნეს.

მათ სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა, მათ  შორის კითხვისა და კალიგრაფიის კონკურსში.

მოსწავლეებმა შექმნეს „დახატული ანბანი“ და სკოლის ეზო  ქართული ასოებით ცარცით მოხატეს.  

კონკურსის გამარჯვებულები სკოლის დირექტორმა სიმბოლური დიპლომებით დააჯილდოვა.

„ამ დღით ჩვენი პატარების სასკოლო ცხოვრების კიდევ ერთი შთამბეჭდავი ფურცელი გადაიშალა“,  - აღნიშნულია სკოლის მიერ  მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ღონისძიების ამსახველი ფოტები და ვიდეო



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203