
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასა და მათი სასარგებლო აქტივობებში ჩართვას დიდი ყურადღება ექცევა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, „ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში“, ლიდერობის მიმართულებით, პროექტით - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ დაგეგმილი აქტივობების განხორციელება გრძელდება.
პროექტის ფარგლებში სკოლაში გაიმართა მორიგი აქტივობა - სპორტული შეჯიბრებები. აღნიშნული აქტივობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.
იხილეთ ფოტოები