თეთრიწყლების საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად ღონისძიება „შემოდგომის დღეები“ ჩაატარეს
04-12-2017
თეთრიწყლების საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან ერთად ღონისძიება „შემოდგომის დღეები“ ჩაატარეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, წარმოადგინეს საკუთარი ჩანახატები და ასევე თავიანთი შემოქმედებითი კუთხე, სადაც დამსწრე საზოგადოებას გააცნეს შემოდგომის თემაზე შექმნილი ნახატები, აპლიკაციები, ნაძერწები.
სკოლის წარმომადგელების თქმით, ღონისძიებამ და მოსწავლეების ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. იხილეთ ფოტოები